თბილისში კიდევ ერთი ძვირად ღირებული ბინა იყიდება. ამჯერად, ქალაქის ცენტრში, ვერაზე ტრიპლექსის ტიპის საცხოვრებელს ყიდიან, რომლის ღირებულებაც 1 790 000 დოლარს, ანუ 5,5 ლარზე მეტს შეადგენს.
ინფორმაცია გასაყიდი უძრავი ქონების შესახებ, ასევე ფოტომასალა, გაზეთ „სიტყვა და საქმე“-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ამავე ინფორმაციიდან ვიგებთ, რომ პენტჰაუსის ფართობი 545 კვ.მ-ია, მას აქვს 3 ვერანდა და საკუთარი პარკინგიც.
„იყიდება ტრიპლექსის ტიპის (პენტჰაუსი) ბინა, ვერაზე, პეტრიაშვილის ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსში, ს/ფართი 545 კვმ ევრო რემონტით. დიდი მისაღებით, 3 საძინებლით, სპა სივრცით (საუნა, ჯაკუზი, სალონი) და 3 ტერასით (1 გადახურული ვერანდა ბუხრით). ბინა აღჭურვილია ჩილერით გაგრილების/გათბობის სისტემით, ასევე საკუთარი პარკინგის ადგილით“, – წერია ოფიციალურ განცხადებაში.