LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „ვგრძნობდი, რომ სადღაც წინ მელოდა კარები, რომლის გასაღებადაც შეგნებული წლები ვემზადებოდი“ – ბარბარა სამხარაძე 25 წლის გახდა

126
2025-11-17_22-39-12_972630

ბარბარა სამხარაძე 25 წლის გახდა.

იუბილარმა მომღერალმა სოციალურ ქსელში ულამაზესი ფოტოები და ემოციური პოსტი გაგვიზიარა.

„25 წელი…
ამ ასაკს ყოველ წელს ველოდებოდი.
ვგრძნობდი, რომ სადღაც წინ მელოდა კარები, რომლის გასაღებადაც შეგნებული წლები ვემზადებოდი.
და დღეს, როცა 25 წლის ვარ —
იმ კარებს ვაღებ.
აი აქ ვარ:
გზაზე, რომლისთვისაც ბრძოლა არასდროს შემიწყვეტია.
გზაზე, სადაც მინუს 70 კილოგრამი უბრალოდ რიცხვი არაა — ეს არის ჩემი გაბედულება, ჩემი ტკივილი, ჩემი გამარჯვება, და საკუთარი თავისთვის დამტკიცება – ესეც შეძელი!
აი ის რაც ძალიან მალე წინ მელოდება:
• სიმღერა, რომელიც 21 ნოემბერს გამოვა… და მგონია, ჩემი გულიდან ამოსული ხმა კიდევ ერთხელ ასე ხმამაღლა გაისმება – რომ მორჩა, დასრულდა ის ეტაპი რაც აქამდე იყო .
• გადაცემა, რომელიც 23 ნოემბერს იქნება… და სადაც ჩემს ნამდვილ ამბავს გაიგებთ, რა გზა გავიარე.
• და კიდევ ერთი დიდი საიდუმლო , რომელსაც 2026-ში გავამხელ…
25 წელი ჩემი მე-ს ახალი საწყისია, სადაც საკუთარ თავს აღარ ვკარგავ, აღარ ვმალავ, აღარ ვუმალავ სამყაროს არაფერს.
ეს მე ვარ — როგორიც ვარ, როგორიც გავხდი, და ვეცდები აღარასოდეს დავკარგო ეს ყველაფერი, რადგანაც It’s Over !
მადლობა ყველას, ვინც ამ გზაზე ჩემთან ერთად მოდის და ჩემს ბედნიერებას თავის ბედნიერებასავით იღებს აწ უკვე 10 წელია“, – წერს ბარბარა სამხარაძე.

ცნობისთვის, ბარბარა სამხარაძემ ბარიატრიული ოპერაცია გაიკეთა. მომღერალი ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრებას აგრძელებს და სულ უფრო კარგ ფორმაშია.

„მშვენიერი ხარ…” – ბარბარა სამხარაძემ 70 კილო დაიკლო

„სიმღერას თავს ვანებებ და სნაიპერის კარიერას ვიწყებ“ – ბარბარა სამხარაძე სახალისო კადრებს გვიზიარებს

„სამხარაძეებში რთველია“ – ბარბარა სამხარაძის ვლოგი რთველიდან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g