LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: ახალი თაობის ვარსკვლავი, მსახიობი გივიკო ბარათაშვილი დაქორწინდა – ვინ არის მისი რჩეული

1846
გივიკო და ანასტასია

ახალი თაობის ვარსკვლავი, მსახიობი გივიკო ბარათაშვილი დაქორწინდა. მისი რჩეული მისივე კოლეგა ანასტასია ჭანტურაიაა.

მსახიობების ქორწილმა არაორდინარულ სიტუაციაში ჩაიარა. მათ ნავით გაისეირნეს. თეთრ ზედასა და შარვალში გამოწყობილმა პატარძალმა და მისმა რჩეულმა, ქორწილი მეგობრებისა და ოჯახის წევრების წრეში აღნიშნეს. ვიდეოს ამ ცერემონიიდან მათი ახლობელი, ხათუნა ბერძენიშვილი ავრცელებს.

გივიკო ბარათაშვილი ახალგაზრდა ქართველი მსახიობებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული სახეა, რომელიც სხვადასხვა თეატრში წამყვან როლებზეა დაკავებული.

ანასტასია ჭანტურაიაც, მის მსგავსად, თეატრში თამაშობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები