LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: ანჯელინა ჯოლი Entertainment Weekly-ის გარეკანზე – უახლესი კადრები ფილმიდან „მარადიულები“

329
Untitledf

შემოდგომაზე კინოეკრანებზე ჰლოე ჩჟაოს ეპიკური ფილმი „მარადიულები“ გამოვა. ფილმში ნამდვილი ვარსკვლავთა ცვენაა. მთავარ როლებში ანჯელინა ჯოლი, სელმა ჰაიეკი, რიჩარდ მედენი და კიტ ჰარინგტონი მოგვევლინებიან.

სულ ცოტა ხნის წინ მსახიობები Entertainment Weekly-ის გარეკანზე მოხვდნენ. ცნობისთვის, ანჯელინა სუპერ გმირის, ტენას როლს ასრულებს, რომელსაც განსაკუთრებული უნარი აქვს, მას შეუძლია კოსმოსური ენერგიისგან იარაღი შექმნას.

ინტერვიუში ვარსკვლავმა განაცხადა, რომ გადაღებებისთვის ის ბალეტსა და ორთაბრძოლის ხელოვნებას დაეუფლა. მისი თქმით, „მარადიულები“ მის კარიერაში ყველაზე ეპიკური და მასშტაბური მძაფრ-სიუჟეტიანი ფილმია.

ფილმის მსოფლიო პრემიერა 2021 წლის 28 ოქტომბერს შედგება

ანჯელინა ჯოლი, სელმა ჰაიეკი და სხვები… ,,მარადიულების” პირველი ტრეილერი გავრცელდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები