თბილისის მერის მეუღლე, დიზაინერი ანუკი არეშიძე ქველმოქმედებით გამოირჩევა.
მას საკუთარი ფონდიც აქვს და ხშირად ეხმარება შეჭირვებულ ოჯახებსაც.
ამჯერად, დიზაინერი ერთ-ერთ სოფელში თავად ჩავიდა, თოვლის ბაბუც ჩაიყვანა და პატარებს სიურპრიზი მოუწყო.
ფოტოებსა და ვიდეოებს, ანუკი საკუთარ ინსტაგრამზე აქვეყნებს.