ანუკი ცქვიტინიძისა და გელა დონაძის ვაჟი, იკაკო დედისა და მამის მსგავსად, ძალიან მუსიკალური ადამიანია.
ის ფორტეპიანოზე დაკვრას სწავლობს და ახლახან კონსერვატორიის დიდ დარბაზში პირველი გამოსვლა ჰქონდა, რომლის შესახებაც დედამ, ანუკიმ საზოგადოებას აცნობა და ფოტო და ვიდეომასალაც გაგვიზიარა:
„იკაკოს პირველი ძალიან წარმატებული გამოსვლა კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში. ბატონი კახა ცაბაძის ულამაზესი საფორტეპიანო კონცერტის პრემიერით.
დიდი მადლობა ჩვენ ძალიან საყვარელ მანანა მასწავლებელს, მანანა ბარათაშვილს, მადლობა ყველა ჩვენს ძვირფას მეგობრებს და იკაკოს გულშემატკივარს!..“