LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: ბელა ჰადიდი, კარა დელევინი, ნაომი კემპბელი, კეიტ მოსი და დემი მური – ვარსკვლევები „ფენდის“ ჩვენებაზე

248
38546234-0-image-a-89-1611759466837

როგორც ცნობილია, საფრანგეთში „პარიზის მოდის კვირეული“ მიმდინარეობს. სულ ცოტა ხნის წინ „ფენდის“ ჩვენება გაიმართა. კიმ ჯონსმა, რომელიც მოდის სახლს გასულ წელს შეუერთდა, თავისი პირველი კოლექცია წარადგინა.

ჩვენება მართლაც გამორჩეული გამოვიდა, მასში ისეთმა მოდელებმა მიიღეს მონაწილეობა, როგორებიც, ბელა ჰადიდი, კარა დელევინი, ნაომი კემპბელი, დემი მური და კეიტ მოსია.  90-იანი წლების ერთ-ერთმა ყველაზე მოთხოვნადმა მოდელმა, კეიტ მოსმა პოდიუმზე 18 წლის ქალიშვილთან, ლილი მოსთან ერთად გაიარა.

საოცრად კრეატიულად იყო მოწყობილი ინტერიერი. მოდელებმა, „ფენდის“ ლოგოს მიხედვით გაკეთებულ, შუშებში ჩასმულ  პოდიუმზე გაიარეს. ჩვენება მართლაც შთამბეჭდავი გამოვიდა.