LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: ბექჰემების დიდი ოჯახური თავშეყრა Oasis-ის გრანდიოზულ კონცერტზე

165
page

ვიქტორია და დევიდ ბექჰემი შვილებთან, რომეოსთან, კრუზთან და ჰარპერთან ერთად ლონდონის „უემბლის“ სტადიონზე ჯგუფ, Oasis-ის გრანდიოზულ კონცერტს დაესწრნენ.

ოჯახი VIP ლოჟაში კვლავ არასრული შემადგენლობით იყო წარმოდგენილი, მათთან ერთად არ გახლდათ ბრუკლინი და მისი მეუღლე, ნიკოლა პელტცი.

„მე მყავს საოცარი მეუღლე“ – ბრუკლინ ბექჰემს ოჯახური კონფლიქტის შესახებ შეკითხვა დაუსვეს

51 წლის ვიქტორიამ სოციალურ ქსელში ფოტოები გააზიარა, სადაც ბექჰემები პუბლიკასთან ერთად ბრიტანული ჯგუფის ოქროს ჰიტებს მღერიან. აღსანიშნავია, რომ მათთან ერთად კონცერტს ესწრებოდა კრუზის 30 წლის შეყვარებული, ჯეკი აპოსტელი.

გარდა ბექჰემებისა, ღონისძიებას ესწრებოდნენ მეთიუ მაკკონაჰი მეუღლესთან, კამილა ალვეშთან ერთად, სიენა მილერი, „დრაკონის სახლის“ ვარსკვლავი, მეტ სმიტი და სხვა ვარსკვლავები.

ცნობისთვის, Oasis, რომელიც 15-წლიანი პაუზის შემდეგ მსოფლიო ტურნესთვის კვლავ გაერთიანდა, ლონდონში ბოლო ბრიტანული კონცერტით გამოვიდა. ჯგუფი ტურნეს აზიაში და ავსტრალიაში გააგრძელებს.

„უდარდელი დედამთილის იმიჯი“ – ბექჰემების ციებ-ცხელება იახტაზე და ბრუკლინ ბექჰემის მორიგი „ცივი ნაბიჯი“

„შვილზე დარდით დამწუხრებულებმა ნუგეში ერთმანეთის სიყვარულში პოვეს“ – დევიდ და ვიქტორია ბექჰემების უახლესი პაპარაცული ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები