Black Sea Arena-მ OneRepublic -ს უმასპინძლა. ამერიკული ბენდის კონცერტმა შეკვეთილში ანშლაგით ჩაიარა.
ბენდმა ცნობილი ჰიტები შეასრულა და მაყურებლის ოვაციები დაიმსახურა.
ბენდის სოლისტმა, რაიან ტედერმა ქართველ მაყურებელს მიმართა :
„სწორედ დღეს, ჩვენ პირველად დავდგით ფეხი ამ ულამაზეს ქვეყანაში, რომელიც საქართველოა. ძალიან დიდი დრო დაგვჭირდა, მაგრამ დღეს ჩამოვფრინდით და აღფრთოვანებულები ვართ ამ უზომოდ ლამაზი ქვეყნით, რომელიც ასევე ცოტათი კოლორადოსაც მახსენებს. ძალიან იღბლიანები ხართ აქ რომ ცხოვრობთ და მადლობა, რომ მოხვედით ამ საღამოს და ჩვენთან ატარებთ. თვითონ ვენიუც მაგარია, თან გარეთ ვართ, თან შიგნით რა ხდება არვიცი, მაგრამ გული მიგრძნობს უმაგრეს საღამოს გავატარებთ ერთად. რადგან ეს ჩვენი პირველი კონცერტია საქართველოში, ჩვენ შევეცდებით წარგიდგინოთ რაც შეიძლება ბევრი სიმღერა, რომელიც იცით 2007 წლიდან 20024 წლების ჩათვლით.
ამიტომ, დღეს ჩვენ OneRepublic highlights დავარქმევთ და პატარა ქართული კარაოკე მოვაწყოთ ერთად“, – განაცხადა OneRepublic-ის სოლისტმა.
OneRepublic – მა შეასრულ სიმღერა Halo, რომელიც ბენდის სოლისტმა, რაიან ტედერმა ბიონსეს დაუწერა.
„Starring Georgia-ს 2024 წლის სეზონის ვარსკვლავური დასაწყისი შედგა.
ჩვენს საერთო ისტორიას კიდევ 10 000 ბედნიერი მელომანი შეემატა. საქართველო ისევ მთავარ როლშია“, – ვკითხულობთ Black Sea Arena-ს ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე.
შეგახსენებთ, One Republic ამერიკული პოპ-როკ ბენდია, რომელიც 2002 წელს შეიქმნა, თუმცა პირველ მნიშვნელოვან წარმატებას 5 წლის შემდეგ, კომპოზიციით Apologize მიაღწია. ამერიკული ჯგუფისთვის განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა 2013 წლის სტუდიური კრებული Native, რაც პირველ რიგში If I Lose Myself და Counting Stars-ის დამსახურებაა. 3 მილიარდი მოსმენით და ჩარტში დამყარებული რეკორდების წყალობით Counting Stars დეკადის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჰიტი გახდა, რისი დამსახურებითაც ბენდი ახალი თაობის საყვარელი პროექტიც გახდა. პარალელურად, ჯგუფის ფრონტმენი რაიან ტედერი სხვადასხვა წარმატებული პროექტის მონაწილე გახდა: მის მიერ დაწერილი სიმღერები Beyonce, Adele, Maroon 5 დისკოგრაფიაში მოხვდა.
Starring Georgia-ს 2024 წლის სეზონის ვარსკვლავური თარიღები უკვე ცნობილია!