LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: ბოლო დროის ყველაზე მდიდრული ქართული ქორწილი, რომელიც ორ დღეს გაგრძელდა და სადაც დაიანა კინგი სპეციალური მიწვევით ჩამოიყვანეს

6515
357

ბოლო დროის ყველაზე მდიდრული ქართული ქორწილი ახლახან შედგა.

ბიზნესმენ გუჯა ბუბუტეიშვილის ვაჟმა, გიორგიმ თავის რჩეულზე, ანი ფურცელაძეზე იქორწინა, რომელიც ნინო ელიავასთან ერთად მანჰეტენზე ქართველი დიზაინერების ბუტიკის „მალატის“  ერთ-ერთი დამფუძნებელია.

ქორწილი ორი დღის განმავლობაში გაგრძელდა.

პატარძალი ულამაზესი იყო და ორივე დღისთვის სხვადასხვა თეთრი კაბა შეარჩია.

ქორწილისთვის სპეციალურად მოიწვიეს ცნობილი ამერიკელი მომღერალი, დაიანა კინგი, რომელიც ქორწილის პირველ დღეს მღეროდა. აქტიური და ენერგიული პატარძალი მასთან ერთად ცეკვავდა და მღეროდა სცენაზე.

მეორე დღეს სტუმრების წინაშე წარდგა ლელა წურწუმია თავისი ბენდით „ნონ სტოპი“.

ანი ფურცელაძისა და გიორგი ბუბუტეიშვილის ქორწილს უამრავი ცნობილი სახე ესწრებოდა.

პოპულარულები