დამღლელი, სტრესული და ტრავმული პერიოდის შემდეგ, ბრედ პიტი სულიერი ჰარმონიის მოსაპოვებლად დიდ მოგზაურობაში გაემგზავრა. 60 წლის ბრედმა მოტო-ტურით ისლანდიას მიაშურა.
ოსკაროსანი მსახიობის საბოლოო დანიშნულების პუნქტი ჯერჯერობით უცნობია. ინტერნეტსივრცეში უკვე გავრცელდა პიტის მოგზაურობიდან ფოტოები და ვიდეოები.
ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ, ბრედის და ანჯელინა ჯოლის შვილი, პაქსი მოტო-ავარიაში მოჰყვა. მისმა უფროსმა ქალიშვილმა, შაილომ კი მამის გვარზე უარი ოფიციალურად განაცხადა.
რაც შეეხება ინეს დე რამონს, როგორც წყარო იუწყება, მოგზაურობაში ბრედს შეყვარებული თან არ წაუყვანია.