LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: Bugatti–ს ჰიპერქარი გამანადგურებელს შეეჯიბრა

90
bugattinews425

კომპანია Bugatti–მ გამოაქვეყნა ვიდეო და ფოტოები რბოლიდან, რომელშიც ერთმანეთს 1500 ძალის Chiron Sport და გამანადგურებელი Dassault Rafale შეეჯიბრნენ. მიწაზე ავტომობილმა თვითმფრინავს შანსიც კი არ დაუტოვა, თუმცა ჰაერში აწევის შემდეგ გამანადგურებელი ბევრად უფრო სწრაფი აღმოჩნდა.

შეჯიბრში მონაწილეობა Chiron Sport–ის ვერსია Les Légendes du Ciel–მა მიიღო. „ცის ლეგენდა“ გასული ასწლეულის გამოჩენილ მრბოლელებს ეძღვნება.

ასეთი ჰიპერქარი სტანდარტული W16 ძრავითაა აღჭურვილი და 8 ლიტრის მოცულობის აგრეგატი 1,5 ათას ცხენის ძალას ავითარებს. არაამქვეყნიური Chiron პირველ 100 კმ–ს 2,4 წამში ავითარებს და მისი მაქსიმალური სიჩქარე 420 კმ/სთ–ია.

გამანადგურებელი Dassault Rafale–ს ტურბორეაქტიული ძრავა 58 550 ნიუტონს გამოიმუშავებს, რაც დაახლოებით 5727 ცხენის ძალის ეკვივალენტია.

თვითმფრინავისა და ავტომობილის შეჯიბრს „7227 ცხენის ძალის რბოლა“ უწოდეს, რადგან მათი აგრეგატები ჯამში სწორედ ასეთი სიმძლავრისაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g