რამდენიმე დღის წინ ფოტოგრაფმა მარი ნაკანმა გამომწერებს უთხრა, რომ მეუღლე, გიორგი მამასახლისი მოულოდნელად წავიდა და დაშორდა.
ამჯერად ის ემოციურ პოსტს და ფოტოებს გვიზიარებს.
„მე ვოცნებობ ავაშენო სახლი – არა მხოლოდ საცხოვრებელი, არამედ უნიკალური შემოქმედებითი სივრცე – ფოტოსტუდიით, პატარა კინოთეატრით და საგამოფენო სივრცით.
მინდა შევქმნა ადგილი, სადაც ხელოვნება მისი სხვადასხვა გამოვლინებით და ფორმით გახდება ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი.
მინდა ყოველმა სტუმარმა, ვინც ამ სახლის ზღურბლს გადმოაბიჯებს, რაღაცა საოცარი და შთამაგონებელი იგრძნოს
ჩემი კარი ყოველთვის ღია იქნება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იზიარებენ სიყვარულს ხელოვნებისადმი და სურთ მასთან ურთიერთობა
ჩემი ოცნებაა ვიყო საკუთარი კულტურული სივრცის კურატორი, როგორც მასპინძელი , რომელიც იწვევს ადამიანებს, რომ შევიდნენ ხელოვნების სამყაროში და დატკბნენ მისი სილამაზით.
მე მჯერა, რომ ხელოვნებას შეუძლია ხალხის გაერთიანება, თანამოაზრეთა გუნდის ჩამოყალიბება , რომელთაც შეეძლებათ საზოგადოებისთვის მნიშნელოვან , კულტურულ გამდიდრებაში წვლილი შეტანა“, – წერს მარიამ ნაკანი.
შეგახსენებთ, მარი ნაკანი და გიორგი მამასახლისი ერთმანეთს 21-წლიანი ცხოვრების შემდეგ დაშორდნენ.
„გიორგის გარეშე, რომ არ მინდა?“ – მარი ნაკანი მეუღლესთან ერთად გადაღებულ ძველ კადრებს გვიზიარებს
