მსახიობ გიორგი ცხადაძის მეუღლე, ჟურნალისტი სალომე ლემონჯავა იუბილარია.
სალომე სოციალურ ქსელში უამრავ მილოცვას იღებს.
„ჩემი საუკეთესო დაბადების დღის აღნიშვნა დილას, ადრიანად, 10:30-ზე დაიწყო და ყველაზე განსაკუთრებულიც გამოვიდა.
დიდი მადლობა ყველა იმ კეთილი სიტყვისთვის, რაც მაჩუქეთ და რამაც ასე გამაბედნიერა. გიბრუნებთ იმავეს, მთელი გულით.
და კიდევ, განსაკუთრებული მადლობა ჩვენს მეგობარს, რომელმაც ზუსტად ჩემი ხასიათის ტორტი შექმნა @assorti_vere “, – წერს სალომე ლემონჯავა და გამომწერებს დაბადების დღის ემოციურ კადრებს უზიარებს.