პროდიუსერისა და ტელეწამყვანის, ნოე სულაბერიძის და მოდელის ჯანეტ ქერდიყოშვილის ქალიშვილი ლილი 1 წლის გახდა. ამის შესახებ ჯანეტი სოციალურ ქსელში კადრებს გვიზიარებს და წერს, რომ დაბადების დღეზე სამთავროს დედათა მონასტერს ესტუმრნენ.
„ლილის დაბადების დღე დედა ქეთევანთან სტუმრობით. ჩვენი სიყვარულის ბუშტი გახდა 1 წლის“, – წერს ჯანეტ ქერდიყოშვილი.
ანნა სულაბერიძისა და ლილი სულაბერიძის ფოტოებს სოციალურ ქსელში ნოე სულაბერიძეც და მადლობას უხდის ჯანეტს კარგი დედობისთვის.
„დღეს ლილი 1 წლის გახდა და ამ დღეს განსაკუთრებული მადლობა შენ ჯანეტ, ასეთი შვილებისთვის და იმისთვის, რომ ასეთი დედა ხარ“, – წერს ნოე სულაბერიძე.


