ქართველი კარდიოქირურგი, რომელსაც საზღვარგარეთაც კარგად იცნობენ და უნიკალური ოპერაციებით გახლავთ ცნობილი, ლევან ქარაზანაშვილი შეყვარებულია. მისი რჩეული ქეთი ძიგუა გახლავთ, რომელიც ასევე ექიმია. სოციალურ ქსელში ლევანს ქეთისთან ერთად უამრავი ფოტო თუ ვიდეო უდევს, სადაც ჩანს, როგორი სავსე და გლამურული ცხოვრება აქვს საექიმო წყვილს.
ლევან ქარაზანაშვილი მომხიბვლელ რჩეულთან ერთად ხშირად აქვეყნებს ვიდეოებს, სადაც ჩანს, როგორ ამზადებენ და მიირთმევენ ერთად კერძებს რომანტიკულ გარემოში, სახლში ჭიქა ღვინის თანხლებით. წყვილი ხშირად გადის ქალაქგარეთ, სხვადასხვა სასტუმროში, აქვეყნებენ ერთად გადღაღებულ ფოტოებს.
ლევან ქარაზანაშვილს რჩეულთან ერთად კლინიკაში, ოპერაციების წინ გადაღებული ფოტოებიც აქვს გამოქვეყნებული.