დალი ჩიტალაძე დიდი ხნის მეგობართან, ნინო ნადირაძესთან ერთად თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო.
ცნობილმა მოდის ექსპერტმა გამოაქვეყნა ფოტო, რომელიც მას და ნინო ნადირაძეს თბილისის მერსა და მის მეუღლესთან ერთად აქვთ გადაღებული.
ცალკე გაგვიზიარა ფოტო, რომელიც მას და ნინოს ერთად აქვთ გადაღებული. ქალბატონებმა ოფიციალური ცერემონიისთვის თეთრი და წითელი სამოსი შეარჩიეს. დალი ჩიტალაძემ – სრულიად წითელი სამეული, ამჟამად ტრენდული ანსამბლი, – პიჯაკი, შარვალი და ზედა ერთ ფერში, ხოლო ნინო ნადირაძემ თეთრი კაბა თეთრ ფეხსაცმელსა და ლურჯ ჩანთას შეუხამა.
მოდის ექსპერტმა ასევე გაგვიზიარა რამდენიმე ვიდეოც, რომლებიც დაჯილდოების ცერემონიაზე გადაიღო.
ვიდეო: ნინო ნადირაძის საყვარელი ფერი, ცნობილი ბრენდები და გემოვნებიანი ჩაცმულობა