ლეგენდარული ფეხბურთელი, დევიდ ბექჰემი 50 წლის გახდა. მისმა დიდმა ოჯახმა ზეიმი ჯერ კიდევ ერთი თვით ადრე, მაიამიში დაიწყო. რამდენიმე დღის წინ ისინი პარიზში გაემგზავრნენ, გუშინ კი მათ გრანდიოზული წვეულება ლონდონში გამართეს.
როგორც ჩანს, ბექჰემების ოჯახში მართლაც განხეთქილებაა, რადგან დევიდის იუბილესადმი მიძღვნილ არცერთი წვეულებას არ დასწრებია დევიდისა და ვიქტორიას უფროს ვაჟი, ბრუკლინი და მის მილიარდერი მეუღლე, ნიკოლა პელტცი. მათ მამას არც „ინსტაგრამის“ საშუალებით მიულოცეს დაბადების დღე.
რაც შეეხება წვეულებას, მას უამრავი ცნობადი სახე დაესწრო, მათ შორის გახლდათ ტომ კრუზიც, რომელიც დევიდის ოჯახის ძველი მეგობარია. შთამბეჭდავი ფოტოები სოციალურ ქსელში ვიქტორიამ გაავრცელა.
ენერგიული ცეკვა და მხურვალე ჩახუტება – ბექჰემების დიდი, ხმაურიანი წვეულება





