13 ოქტომბერს, თურქეთის ქალაქ სტამბოლში რეჟისორ ერეკლე ბადურაშვილის ფილმის „ხიდი“ პრემიერა გაიმართა.
სტამბოლში იმყოფებოდნენ, ეკა კახიანი, ნინი ბადურაშვილი, ასევე ქრისტინე იმედაძე, საიდანაც მათ არაერთი კადრი გაგვიზიარეს.
ფილმის პრემიერას სოციალურ ქსელში ეხმაურება ქრისტინე იმედაძე და წერს, რომ ფილმის შექმნის დროს ბევრი რამ გამოიარეს.
„ამ დღეს ძალიან ველოდებოდით… დიდი გუნდი ვიყავით დიდი შემართებით და მიზანიც დიდი გვქონდა…
უცნაური მოვლენები განვითარდა გზად… მოულოდნელი და ძალიან მტკივნეული… დაგვტოვეს მნიშვნელოვანმა ადამიანებმა…
გართულდა ისედაც რთული გზაც, შემართებაც და მიზანიც…
13 ოქტომბერს ერეკლე ბადურაშვილის ბოლო ფილმის პრემიერა შედგა სტამბოლში!
თქვენ ძალიან მალე ნახავთ ნამუშევარს, რომელმაც აიტანა ყველანაირი წინააღმდეგობა რაც არსებობს…
აჯობა დროს, დაამარცხა პანდემია, სიკვდილსაც კი მოუგო, რომ დღის შუქი ენახა…
თავისი შექმნის ისტორიით ცალკე ფილმია… ფილმი, რომელსაც სიცოცხლე უნდოდა…
მადლობა ერეკლეს რომ ამ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი თავგადასავლის ნაწილად ამარჩია…ბავშვობაში დანაპირები სიტყვა მე და ნინის აგვისრულა და ისე წავიდა…
ჩემი როლიც და წვლილი კიდევ უფრო, ძალიან მწირია ამ ისტორიაში მაგრამ ჩემთვის არის ეს ამბავი ძალიან დიდი, ძვირფასი, სათუთი და მნიშვნელოვანი.
სხვანაირად მქონდა წარმოდგენილი ეს დღე… ერთად უნდა ვმჯდარიყავით დარბაზში… Erekle Badurashvili ???
მადლობა ყველას ვინც ამ მიზნის ერთგულებით ამ დღემდე მოგვიყვანა!
თითოეული ადამიანისთვის ეს გზა თავისებურად მრუდე იყო და ეს ფილმი ჩემთვის კიდევ ერთი მაგალითია თუ როგორ სრულდება მიზანი ყველანაირი ქარ-ცეცხლის მიუხედავად, როცა ადამიანები „ერთად“ იბრძვიან ერთი იდეისთვის… იქ სადაც ერთმანეთის, ერთმანეთის საქმის და საკუთარი პროფესიის პატივისცემა, ერთგულება და სიყვარულია აუცილებლად დგება სასურველი შედეგი!“ – წერს ქრისტინე იმედაძე.