LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: ძვირფასი თვლებით მორთული ბროში და 18 კარატიანი ოქროს დეტალებით გაფორმებული ხელჯოხი – 59 წლის შაჰ რუხ ხანის დებიუტი Met Gala-ზე

193
page

გუშინ, ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმმა მოდის ინდუსტრიაში ყველაზე მასშტაბურ და გლამურულ ღონისძიებას, Met Gala 2025-ს უმასპინძლა.

ვის რა ეცვა – 2025 Met Gala: ვარსკვლავები წითელ ხალიჩაზე

უამრავ ვარსკვლავს შორის წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა ინდური ფილმების ლეგენდა, შაჰ რუხ ხანი. მისი „ლუქი“ ნამდვილად შეესაბამებოდა Met Gala-ს წითელ ხალიჩაზე სადებიუტო გამოსვლას. მას Sabyasachi-ის, შავი სამოსი ეცვა, რომელსაც 59 წლის ბოლივუდის ვარსკვლავმა ძვირფასი თვლებით მორთული ბროში და 18-კარატიანი ოქროს დეტალებით გაფორმებული ხელჯოხი შეუხამა.

მოგვიანებით მსახიობმა „ინსტაგრამზე“ ფოტოების სერია გაავრცელა:

„გმადლობთ ყველას ამ შესაძლებლობისთვის. ეს ჩემი სივრცე არ არის, თუმცა თქვენ თავი კომფორტულად მაგრძნობინეთ“, – წერს ხანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები