LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: „ერთად ჩვენ ვართ ამერიკა! სიძულვილზე ძლიერი მხოლოდ სიყვარულია“ – Super Bowl-ის ისტორიაში ყველაზე დასამახსოვრებელი შოუ და დონალდ ტრამპის მწვავე კრიტიკა

638
page

2026 წლის Super Bowl გრანდიოზულად გაიხსნა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე მრავალფეროვან და ყურებად შოუდ იქცა.

„გრემის“ მფლობელ, პუერტორიკოელ არტისტთან, Bad Bunny-თან ერთად სცენაზე გამოჩნდნენ: ლედი გაგა, რიკი მარტინი, ქარდი ბი, პედრო პასკალი და ა.შ…

„სკიაპარელის მამაკაცი“ – Bad Bunny-ის ტრიუმფი – მაღაზიის კონსულტანტობიდან წითელ ხალიჩამდე

განსაკუთრებული პერფორმანსი სწორედ შოუს მთავარმა წარმდგენმა Bad Bunny-მ და ლედი გაგამ დადგეს, მათ ჰიტი, Die with a Smile ლათინური მოტივებით შეასრულეს და ცეცხლოვანი ცეკვაც შემოგვთავაზეს.

Super Bowl-ის გრანდიოზული და ყველაზე მნიშვნელოვანი „მესიჯებით“ დატვირთული შოუ უკვე მსოფლიოს მთავარ განხილვის საგნად იქცა.

Bad Bunny-ის გამოსვლა სავსე გახლდათ მისი სამშობლოს, პუერტო-რიკოს კულტურული სიმბოლოებით. სცენაზე წარმოდგენილი იყო მწვანე ლანდშაფტი, ფერმის მუშები, ხოლო ერთ-ერთ მომენტში არტისტი რეალური ქორწილის ეპიცენტრშიც აღმოჩნდა.

შოუს დასასრულს არტისტმა ხელში აიღო ბურთი წარწერით, Together We Are America, – „ერთად ჩვენ ვართ ამერიკა“, ხოლო დიდ ეკრანზე გამოჩნდა მესიჯი: „სიძულვილზე ძლიერი მხოლოდ სიყვარულია“.

,,მოპარულ მიწაზე არავინ არის არალეგალი” – ბილი აილიში და Bad Bunny „გრემის“ დაჯილდოებაზე ICE-ს დაუპირისპირდნენ

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Super Bowl LX-ის „ჰალფთაიმის“ შოუ მკაცრად გააკრიტიკა. მან წარმოდგენა „ყველაზე უარესად ისტორიაში“ და „ამერიკის სიდიადის შეურაცხმყოფლად“ შეაფასა.

ტრამპმა საკუთარი აზრი შოუს დასრულებიდან რამდენიმე წუთში, Truth Social-ზე გამოქვეყნებულ ვრცელ პოსტში დააფიქსირა. მისი თქმით, წარმოდგენა „აბსოლუტურად საშინელი“ იყო და ვერ ასახავდა ამერიკის წარმატების, კრეატიულობისა და სრულყოფილების სტანდარტებს.

ტრამპის უკმაყოფილება ძირითადად Bad Bunny-ის ესპანურენოვან რეპერტუარსა და ქორეოგრაფიას უკავშირდებოდა, რომელიც მან „ამაზრზენად“ შეაფასა.

„ვერავინ იგებს, რას ამბობს ეს ადამიანი, ხოლო ცეკვა მიუღებელია, განსაკუთრებით ბავშვებისთვის, რომლებიც ამას მთელს მსოფლიოში უყურებენ“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ შოუ ქვეყნისთვის „სახეში სილის გაწვნაა“.

ფაქტია, 2026 წლის Super Bowl „გრემის“ მფლობელი არტისტის, Bad Bunny-ის და მთელი შემოქმედებითი გუნდის წყალობით, უკვე შეფასდა, როგორც Super Bowl-ის ისტორიაში ყველაზე ხმამაღალ და მნიშვნელოვან შოუდ, რომელიც თავისუფლებისკენ სწრაფვისა და პროტესტის იდეას აერთიანებდა. ბოლო მონაცემებით, შოუს საერთო მაყურებელთა რაოდენობამ მხოლოდ აშშ-ში დაახლოებით 134 მილიონს მიაღწია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები