83 წლის ლეგენდარული დიზაინერის, კელვინ კლაინისა და მისი 37 წლის შეყვარებულის, კევინ ბეიკერის ურთიერთობა კვლავ საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა.
ბოლო პერიოდში გავრცელებულმა კადრებმა, სადაც კელვინი და კევინი საკმაოდ ცივად ექცევიან ერთმანეთს, წყვილს შორის შესაძლო დაძაბულობაზე მიანიშნა. თუმცა, როგორც ჩანს, ძალიან გულუხვმა საჩუქარმა ყინული დაადნო.
წყაროს ინფორმაციით, კლაინმა თავის პარტნიორს განსაკუთრებულად ძვირფასი საჩუქარი გადასცა. ამ ეტაპზე, თუ რა საჩუქარზეა საუბარი, მკაცრად გასაიდუმლოებულია.
„ეს საჩუქარი სწორედ ისაა, რის გამოც 37 წლის ენერგიული კევინი 83 წლის, დაუძლურებულ კელვინ კლაინთან რჩება. გასაოცარი საჩუქარი, რომელიც დაგარწმუნებთ ლეგენდარული დიზაინერის გრძნობებში, ინტელექტსა და გემოვნებაში“, – ნათქვამია ინსაიდერის დამაინტრიგებელ განცხადებაში.
ცნობისთვის, წყვილი ერთად 8 წელზე მეტია არის. ისინი პირველად საჯაროდ 2016 წელს გამოჩნდნენ.
82 წლის კელვინ კლაინი ჩვენებაზე 20 წლის წინ განქორწინებულ ცოლთან ერთად მივიდა
80 წლის კელვინ კლაინი 45 წლით უმცროსმა მეგობარმა ბიჭმა მიატოვა