51 წლის ჯენიფერ ლოპესმა სულ ცოტა ხნის წინ საკუთარი კოსმეტიკური ბრენდი JLo Beauty შექმნა. ვარსკვლავმა „ინსტაგრამის“ საშუალებით ფოტოები და ვიდეო გაავრცელა, სადაც ბრენდისთვის სრულიად გაშიშვლდა. ფოტოები ინტერნეტს ვირუსივით მოედო და საზოგადოების დიდი აღფრთოვანება დაიმსახურა.
„უბერებელი ხარ“, „წარმოუდგენლად ლამაზი ხარ“, „ეს რელობაა?“ – წერენ კომენტარებში.
„სილამაზე – ეს არის განუსაზღვრელი ძალა, სილამაზე – ეს არის გააცნობიერო საკუთარი ღირებულებები“ – ასე დაასათაურა ჯეი ლომ ვიდეო, სადაც მისი დილაა აღბეჭდილი.