მატილდა გვარლიანი პირველი ქართველი მოდელია, რომელიც Victoria’s secret-ის შოუში მიიღო მონაწილეობა. სოციალურ ქსელში არაერთი ვიდეო ვრცელდება, რომელიც მატილდას გამოსვლის კადრებს ასახავს.



stylenotcom-მა „ინსტაგრამზე“ მატილდას კომენტარიც გაგვიზიარა, სადაც იხსენებს მომენტს, როცა პირველად უყურა Victoria’s Secret-ის შოუს.
„Victoria’s secret-ის შოუ იყო ერთადერთი მიზეზი, რის გამოც დედა უფლებას მაძლევდა, რომ გვიანობამდე არ დამეძინა. შოუს დროს დედაჩემის ქუსლიან ფეხსაცმელებს ვიცვამდი და თითქოს ერთ-ერთი ვიყავი ამ გოგონებიდან“, – ამბობს მოდელი.