LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: ფარული ვნება არნახულ ლაქშერში – ნომერი 19 000 დოლარად და „რომაული სპა“ – კიმ კარდაშიანისა და ლუის ჰამილტონის სასიყვარულო „უქმეები“

336
page

გუშინ, მედიაში კიმ კარდაშიანისა და „ფორმულა 1“-ის ვარსკვლავის, ლუის ჰამილტონის ფოტოები გამოქვეყნდა და გაირკვა, რომ წყვილს რომანი აქვს. სულ ცოტა ხნის წინ კი ინტერნეტსივრცეში მათი „სასიყვარულო ვოიაჟიდან“ პირველი ვიდეოც გავრცელდა, რომელიც აეროპორტშია გადაღებული.

კიმ კარდაშიანი და ლუის ჰამილტონი ერთად გამოიჭირეს – რა დაჯდა ახალი ჰოლივუდური წყვილის „სასიყვარულო ვოიაჟი“

ისინი შაბათს, დიდ ბრიტანეთში, ძვირადღირებულ სასტუმრო Estelle Manor-ში დაბინავდნენ. წყაროს ინფორმაციით, კიმი აშშ-დან დიდ ბრიტანეთში სპეციალურად რომანტიკული უქმეების გასატარებლად ჩავიდა. წყვილმა ერთად ისიამოვნა ვახშმითა და წყვილებისთვის განკუთვნილი მასაჟით.

ცნობისთვის, Estelle Manor ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა, რომელიც კოტსუოლდსში მდებარეობს და უკვე იქცა მდიდრების ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ადგილად.

სასტუმროში მოქმედებს მკაცრი პოლიტიკა, რაც სტუმრებს მაქსიმალურ კონფიდენციალურობას უზრუნველყოფს. სტუმრებს ჩასვლისთანავე სთხოვენ ტელეფონის კამერებზე სპეციალური სტიკერების დაკვრას.

კომპლექსში განთავსებულია ცხელი აუზი, ლაუნჯ-სივრცეები, რამდენიმე რესტორანი და ბარი, ასევე რომაული სტილის სპა.

გამოცემა The Sun-ის ცნობით, კარდაშიანმა და ჰამილტონმა ნომერი სასტუმროს მთავარ შენობაში აიღეს. ეს ნომერი კი ღამეში 19 000 დოლარი ჯდება.

„ეს იყო ბოლო წვეთი… მასთან ერთად არასდროს იცოდი, დილით რა დაგხვდებოდა“ – კიმ კარდაშიანმა კანიე უესტთან ტოქსიკურ ურთიერთობაზე ღიად პირველად ისაუბრა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები