ლეგენდარული იტალიელი მსახიობი სოფია ლორენი იუბილარია. მსახიობმა დაბადების დღე ოჯახის გარემოცვაში, ჟენევაში აღნიშნა.
სოფია ლორენის დაბადების დღეს მეუღლესთან, კარლო პონტისთან ერთად მარიამ შარმანაშვილიც ესწრებოდა.
მარიამი „ინსტაგრამზე“ კადრებს გვიზიარებს.
„გილოცავთ დაბადების დღეს, ძვირფასო სოფია. გისურვებთ, რომ თქვენი სინათლე მუდამ ანათებდეს სამყაროში. გვიყვარხარ“, – წერს მარიამ შარმანაშვილი.
„შენ ხარ ჩვენი სინათლე, სიცოცხლე და სიყვარული“ – ლეგენდარული იტალიელი მსახიობი სოფი ლორენი იუბილარია

