თბილისში ძლიერმა ქარმა პრობლემა შექმნა. სანაპიროდან გმირთა მოედნისკენ ასასვლელ პანდუსზე, ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა და საავტომობილო გზაზე, ავტომობილების გადაადგილებისათვის პრობლემა შექმნა.
როგორც „ფორტუნას“ „ეკოსერვის“ ჯგუფში განუცხადეს ადგილზე შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ და მიმდინარეობს გზის გაწმენდის სამუშაოები.
„მთლიანი გზა არის დაფარული. ხე არის ჩამოვარდნილი ფესვებიანად თუ რა მოხდა, ვერ გავიგეთ. ფაქტია, გზა ჩახერგილი დაგხვდა. ყველა მანქანით, მოვტრიალდით უკან“, – უთხრა „ფორტუნას“ მოქალაქემ.