LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: ჰარი სტაილსის მოულოდნელი გამოჩენა Brit Awards-ის სცენაზე და „გუჩის“ ორიგინალური ორეული

129
Untitledhh

ლონდონში პრესტიჟული ბრიტანული მუსიკალური პრემიის, Brit Awards-ის დაჯილდოების ცერემონია შედგა. „საუკეთესო ბრიტანულ სინგლად“ ჰარი სტაილსის Watermelon Sugar დასახელდა.

ფოტო: Brit Awards-ის გამარჯვებულები დასახელდნენ

ეს უკანასკნელი ღონისძიებაზე დასწრებას არ აპირებდა და მის თაყვანისმცემლებსაც აღარ გქონდათ იმედი, რომ მას ნახავდნენ, თუმცა ჰარიმ სიურპრიზის მოწყობა გადაწყვიტა და ჯილდოს მისაღებად სცენაზე ყველასგან მოულოდნელად გამოჩნდა.

ღონისძიებისთვის სტაილსმა ტრადიციულად „გუჩის“ სამოსზე გააკეთა არჩევანი და ყავისფერ ტონებში გადაწყვეტილი კოსტიუმი მოირგო.

„ბედნიერი ვარ, რომ ბრიტანული მუსიკის ზეიმზე ვარ, დიდი მადლობა ჩემს გულშემატკივრებს იმისთვის, რომ  მუდამ ჩემ გვერდით არიან “, – გაანცხადა ჰარიმ.

https://www.youtube.com/watch?v=kewee3sgUyE&t=34s

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები