LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: ილონ მასკის 21 წლის ტრანსგენდერმა შვილმა გამჭვირვალე „ლუქით“ პოდიუმი დაიპყრო – ვივიენ უილსონის დებიუტი ევროპულ ჩვენებაზე

107
page

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის 21 წლის ტრანსგენდერმა შვილმა, ვივიენ უილსონმა ბრენ Ottolinger-ის ახალი კოლექციის ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა. ვივიენმა პოდიუმზე ორჯერ მოირგო ბრენდის „ლუქები“. ეს გახლდათ ყავისფერი, გამჭვირვალე ორეული და შავი კაბა.

ცნობისთვის, ეს ჩვენება მისთვის ევროპულ დებიუტად იქცა. მანამდე, გასულ თვეს უილსონმა მოდელის რანგში პირველი ნაბიჯები „ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე“ გადადგა, სადაც სამ სხვადასხვა ბრენდის ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა.

ფოტო/ვიდეო: ხოჭოები სხეულზე და რევანშისტული მზერა – ილონ მასკის ტრანსგენდერი შვილის ხმაურიანი დებიუტი „ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე“

ცნობისთვის, ვი­ვი­ენი ტყუ­პის­ცალ ძმას­თან, გრი­ფინ­თან ერ­თად 2004 წელს, კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში და­ი­ბა­და, ის მას­კი­სა და მისი პირ­ვე­ლი ცო­ლის, ჯას­ტი­ნ უილსონის შვილია. ქსავიე რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ცდი­ლობ­და თა­ვი­სი გენ­დერუ­ლი იდენ­ტო­ბა მა­მა­მი­სისთვის და­ე­მა­ლა. მან „ქა­მინგ-აუთი“ 2022 წელს გა­ა­კე­თა. პა­რა­ლე­ლუ­რად სა­ხე­ლი, ქსა­ვი­ე­რი ვი­ვი­ა­ნად შეც­ვა­ლა და დე­დის გვარ­ზე, უილსონზე გა­და­ვი­და. მას მილიარდერ მამასთან არანაირი ურთიერთობა არ აქვს.

„ის წარმოუდგენელ სიმდიდრეს ფლობს, მე კი საერთო საცხოვრებელში, სამ მეზობელთან ერთად ვცხოვრობ, რადგან ასე უფრო იაფია“ – ილონ მასკის ტრანსგენდერი შვილი The Cut-ის გარეკანზე და გულახდილი ინტერვიუ

ვიდეო: ილონ მასკის ტრანსგენდერი შვილის, ვივიენ უილსონის ცეცხლოვანი ცეკვის ვიდეო ინტერნეტსივრცეს იპყრობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები