LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: „ინტელექტუალურად უტიფარი თავისუფლება” – როგორ აფასებენ კოლეგები გიორგი გიგაშვილისა და კატო კვარაცხელიას ერთობლივ კონცერტს

569
კატო კვარაცხელია

9 ივნისს, მუსიკოსებმა საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის დარბაზში, გიორგი გიგაშვილმა და კატო კვარაცხელიამ პირველი ერთობლივი საღამო „ადამიანის ხმა“ გამართეს და ძველი ჰიტები ახლებურად წარმოადგინეს შეკრებილი მაყურებლის წინაშე.

აღფრთოვანებული დამსწრე საზოგადოება ვიდეოებს სოციალურ ქსელში ტვირთავდა და პიანისტისა და მომღერლის მიმართ საქებარ სიტყვებს არ იშურებდა.

ცნობილმა პიანისტმა, ნინო გულიაშვილმა კონცერტიდან ამონარიდები გამოაქვეყნა და დაწერა, რომ აჟღერებული მუსიკის ხარისხი და ღირებულება შეუფასებელია:

„ინტელექტუალურად უტიფარი თავისუფლება” — შეიძლება ეწოდოს იმ პერფორმანსს, რასაც დღეს ძველი მუსკომედიის შენობის კედლებში ვისმენდით ყველა… არც ვიცი, კონცერტის რა ნაწილი აღვწერო, გაჟღერებული მუსიკის ხარისხი და ღირებულება, ყველანაირი ფორმის რღვევა, ჰარმონიული თუ რიტმული მოცემულობების ზღვარგადასული თავგასულობა, პიანისტისა და მომღერლის საოცრად ერთიანი ხედვის წერტილი, შეგრძნებებში თანასწორობა და ბალანსი, გასაგიჟებელი სათხრობი პიანო- ფორტეები და რაც ყველაზე მთავარია, სილაღისა და თავისუფლების რაღაცნაირი მწვერვალი, რა დროსაც უწონადობის განზომილებაში გადადიხარ შენც, მსმენელი…..

გიორგი, ფენომენალური აზროვნების მუსიკოსი ხარ..

კატო, როგორ ღირსეულად ზიდე და აგვირისტე შენთვის დამახასიათებელი ნიუანსებით საუკეთესო ქართული მელოდიის მღერადი ხასიათი….

რაღაც საოცარი საღამო მოგვიწყვეთ, წარმოუდგენელი…

ბრავო ორივეს!!!!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g