LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო იტალიელი „ღმერთკაცის“ ინსტაგრამიდან – ვინ არის მოცურავე, თომას ცეკონი, რომელიც სოციალური ქსელის ვარსკვლავი გახდა

568
თო­მას ცე­კო­ნი

პარიზის ოლიმპიადის ნამდვილ ვარსკვლავად იქცა იტალიელი მოცურავე თომას ცეკონი.

ცე­კო­ნიმ 100 მეტრზე ზურ­გზე ცურ­ვი­სას თა­ვი­სი პირ­ვე­ლი ოქროს მედალი მო­ი­პო­ვა.

მანამდე ცე­კო­ნის გუნ­დმა თა­ვი­სუ­ფალ სტილ­ში გა­მოს­ვლი­სას მე­სა­მე ად­გი­ლი აიღო.

იტალიელი მოცურავე სწორედ მაშინ მოექცა სოციალური ქსელის ყურადღების ცენტრში.

მასზე სხვადასხვა ქვეყნის მედია აქტიურად წერს.

თომას ცეკონი 2001 წელს ტი­ენ­ში, ვი­ჩენ­ცა­ში და­ი­ბა­და. 23 წლის სპორტსმენი ბავშვობაში ჩოგბურთსაც თამაშობდა.

ცურვის კარიერა 2016 წელს დაიწყო, როდესაც იტალიის ეროვნულმა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევრო უნივერსში გამოიძახა.

მისი სიმაღლე 1.97-ია.

სიმაღლისა და სწრაფად ცურვის გამო, მას მეტსახელად „ზვიგენს“ ეძახიან, გარეგნობის გამო კი მას „ღმერთკაცი“ შეარქვეს.

მის მიღწევებში შედის:

ტო­კი­ოს ოლიმ­პი­ა­და­ზე, ვერ­ცხლის და ბრინ­ჯა­ოს მედლები მო­იპო­ვა.

2022 წელს ბუ­და­პეშ­ტში გა­მარ­თულ მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, მან ახა­ლი მსოფ­ლიო რეკორდი დაამყარა 100 მეტრზე ცურვაში.

პარიზის ოლიმპიადაზე სპორტსმენმა სურვილი აისრულა და ოქროს მედალი მოიპოვა. სოციალურ ქსელში კი მისი გამომწერების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.

თომას ცეკონი ამ დრომდეც უამრავ სარეკლამო რგოლშია გადაღებული. დიდი ალბათობით, მას კიდევ ექნება საინტერესო შეთავაზებები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g