ქართველი ბლოგერი სოფია კვინიკაძე, რომელიც სოციალურ ქსელში Depressed Georgian in South Korea სახელითაა ცნობილი, სამხრეთ კორეელ მამაკაცზე დაინიშნა.
სოფია სოციალურ ქსელში გამომწერებს რჩეულთან ერთად გადაღებულ კადრებს უზიარებს. წყვილი ერთად ძალიან ბედნიერად და ლამაზად გამოიყურება.
სოფია გამომწერების კითხვებს პასუხობს და აღნიშნავს, რომ ივლისში საქორწილო კაბის შერჩევას გეგმავს.
ამასთან ბლოგერი აღნიშნავს, რომ აგვისტოს დასაწყისში საქართველოში ჩამოსვლას აპირებენ.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ხნის წინ სოფიამ მოულოდნელი ნიშნობის კადრები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
ცნობილია, რომ ქორწილი 25 აგვისტოს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ სოფია სეულში ცხოვრობს და მუშაობს. ქართველი ბლოგერის რჩეული კი მისივე კოლეგაა.
ფოტო/ვიდეო: ქართველი ბლოგერი სოფია კვინიკაძე სამხრეთ კორეელ რჩეულზე დაინიშნა
ვიდეო: „აბა კარგად გამოსდის?” – სოფია კვინიკაძის სამხრეთ კორეელი რჩეული ქართულად ალაპარაკდა
ფოტო: ,,ულამაზესი ხარ, საოცარი კაბაა” – სოფია კვინიკაძე საქორწილო ფოტოსესიიდან კადრებს გვიზიარებს