ლეგენდარული იტალიელი მსახიობის, სოფი ლორენის ვაჟმა კარლო პონტიმ და მისმა რჩეულმა მარიამ შარმანაშვილმა ჯვარი დაიწერეს. წყვილის ქორწილიდან კადრებს მომღერალი თამარ ივერი გვიზიარებს.
ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღეს კარლო პონტიმ ქართული ჩოხა, მარიამმა კი ულამაზესი თეთრი კაბა მოირგო, რომელშიც საოცრად გამოიყურება.
გამოქვეყნებულმა კადრებმა დიდი მოწონება დაიმსახურა, წყვილმა კი უამრავი მილოცვა მიიღო.