LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: ხიხანის ციხეზე ასავლელი ტურისტული ბილიკის მოწყობა დაიწყო

80
290154450_401914875297963_4083284179213908961_n

ხიხანის ციხეზე ასავლელი ტურისტული ბილიკის მოწყობა დაიწყო. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ერთკილომეტრიანი საფეხმავლო ბილიკის ძირითადი ნაწილი გაფართოებულია. მიმდინარეობს ბილიკის დასუფთავება და მომზადება მოაჯირების, კიბეებისა და მოსასვენებელი ადგილების მონტაჟისთვის.

უწყების ცნობით, ხიხანის ციხის ტურისტული ბილიკის კეთილმოწყობა ვიზიტორებისთვის ციხის დალაშქვრას უსაფრთხოსა და მიმზიდველს გახდის.

ზღვის დონიდან 2236 მეტრზე მდებარე ხიხანის ციხე ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული და რთულად მისასვლელი ციხე-სიმაგრეა აჭარაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g