ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე გლამურულ საღამოზე მოულოდნელი ინციდენტი მოხდა. კიმ კარდაშიანმა Vanity Fair-ის „ოსკარების“ შემდგომ წვეულებაზე წონასწორობა დაკარგა, წაიქცა და თავი ბუჩქებში ამოყო.
ვარსკვლავმა სოციალურ ქსელში თავად გააზიარა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ეცემა იგი ღონისძიების ტერიტორიაზე. როგორც აღმოჩნდა, მიზეზი მის მიერ შერჩეული შთამბეჭდავი, თუმცა არცთუ კომფორტული, 21 სანტიმეტრიანი პლატფორმიანი ფეხსაცმელი იყო, რომლებიც მან სპეციალურად ამ საღამოსთვის მოირგო.
მიუხედავად მცირე უხერხულობისა, ვარსკვლავმა სიტუაცია იუმორით მიიღო და ვიდეოს გამოქვეყნებით გულშემატკივრებსაც გაუზიარა ეს სახალისო მომენტი.
ლეგენდარული ქალებით შეპყრობილი – 45 წლის კიმ კარდაშიანმა ნაომი კემპბელის „ლუქი“ ერთი ერთში გაიმეორა

