21 ნოემბერს, ლოს-ანჯელესში, საიუბილეო American Music Awards გაიმართა.
ფოტო/ვიდეო: ტეილორ სვიფტის ტრიუმფალური დაბრუნება - MTV Europe Music Awards-ის მიმოხილვა
ღონისძიებას, ისტორიულ ფაქტებთან ერთად, მოულოდნელობების გარეშე არ ჩაუვლია.
არავის გაჰკვირვებია, რომ შოუს ტრიუმფატორად – ტეილორ სვიფტი იქცა. 32 წლის მომღერალმა 6-დან, ექვსივე ნომინაციაში მოიგო. ,,წლის არტისტის” კატეგორიაში მან ადელს, Bad Bunny-ის, ბიონსეს, დრეიკს, ჰარი სტაილზსა და the Weeknd-ს აჯობა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების 50 წლიან ისტორიაში, სვიფტი გახდა პირველი შემსრულებელი, რომელსაც ყველაზე მეტი, საერთო ჯამში – 40 ჯილდო მიანიჭეს.
ლაიონელ რიჩს სპეციალური პრემია – Icon Award გადასცეს. Icon Award აქამდე მხოლოდ ერთხელ, 2013 წელს, რიანას მიანიჭეს. შოუს შთამბეჭდავ მომენტად იქცა რიჩის შემოქმედების პატივსაცემად გამართული სანახაობა სტივი უანდერისა და ჩარლი ფუსის მონაწილეობით. მათ წარმოდგენა საკულტო ჰიტით – We Are the World დაასრულეს, რომელიც ლაიონელ რიჩმა 1985 წელს ,,პოპის მეფესთან” ერთად დაწერა და სხვა ლეგენდარულ ვარსკვლავებთან ერთად, USA for Africa-ს სახელის ქვეშ, საქველმოქმედო სინგლის სახით გამოსცა.
,,წლის ახალ არტისტად“, 26 წლის დავ კამერონი დასახელდა.
ელტონ ჯონისა და დუა ლიპას Cold Heart, რომლის შექმნაში მონაწილეობა ავსტრალიურმა ტრიომ – Pnau მიიღო, ,,წლის კოლაბორაციად” აღიარეს.
,,რჩეული მამაკაცი პოპ არტისტი” – ჰარი სტაილზი გახდა. კიდევ ერთი ჯილდო მან, ,,რჩეული პოპ სიმღერის” ნომინაციაში, ჰიტისთვის – As It Was მიიღო.
ორი ჯილდო გადაეცა ბიონსესაც. მისი მეექვსე სტუდიური ალბომი – Renaissance, ,,რჩეულ R&B ალბომად“, თავად კი – ,,რჩეულ ქალ R&B არტისტად” ცნეს.
მამაკაცებს შორის ამავე კატეგორიაში კრის ბრაუნის გამარჯვებას, ხმაური მოჰყვა აუდიტორიაში. მას შემდეგ, რაც კელი როულენდმა კონვერტიდან ამ უკანასკნელის სახელი ამოიღო, შედეგით უკმაყოფილო პუბლიკა სკანდირებას არ წყვეტდა.
დარბაზის რეაქციით აღშფოთებულმა Destiny’s Child-ის ექს წევრმა დამსწრეებს ნიშნისმოგებით მიმართა, მათ შენიშვნა მისცა და სიმშვიდისკენ მოუწოდა. მეტიც, უხერხულობის განსამუხტად, კელიმ კრისს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ ის დიდებულ რიტმ-ენდ-ბლუზ მუსიკას ქმნის და ამ ჟანრის უბადლო პერფორმერია.
Kelly Rowland said you ain’t gonna cut me off Chris Brown needs his flowers pic.twitter.com/bCzAfzqIxx
— Ahmed/The Ears ?? (@big_business_) November 21, 2022
სკანდალი ამით არ დასრულებულა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, კრისი AMAs-ზე მაიკლ ჯექსონის ,,ტრიბუტით” უნდა წარმდგარიყო, თუმცა მისი პერფორმანსი უცნობი მიზეზის გამო ,,დაქენსელდა”.
— Ignore me. (@theywasstalkin) November 19, 2022
შეგახსენებთ, რომ ,,ამერიკული მუსიკის დაჯილდოების” გამარჯვებულებს ხმის მიცემის პრინციპით, ხალხი ავლენს.