LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: ლიზომ ნომინაციის გამოცხადებისას პირდაპირ ეთერში შეიგინა

73
40470790-0-image-a-39-1615770293390

როგორც უკვე იცით, ლოს-ანჯელესში, „გრემის“ რიგით 63-ე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. შოუ CBS-ის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის „გრემი“ ქალბატონებისთვის ისტორიული აღმოჩნდა, ბიონსემ ოთხი ჯილდო დაიმსახურა და ამით  ქალ არტისტებს შორის რეკორდული რაოდენობის, 28 „გრემის“ ჯილდოს მოგროვება შეძლო. ტეილორ სვიფტი კი პირველი ქალი არტისტი გახდა, რომელმაც „წლის ალბომის“ ნომინაციაში სამი ჯილდო აიღო.

ფოტო: „გრემის“ 63-ე დაჯილდოების ყველაზე გამორჩეული „ლუქები“ წითელ ხალიჩაზე
ვიდეო: „გრემის“ დაჯილდოება გაიმართა – 2021 წლის გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია

ახლა კი ნომინაციების წარდგენის შესახებ უნდა გიამბოთ, რომელიც ცერემონიამდე ერთი დღით ადრე, ონლაინ რეჟიმში გაიმართა. 32 წლის პოპ-ვარსკვლავ ლიზოს„საუკეთესო ახალბედა არტისტის“ ნომინაცია უნდა წარედგინა, თუმცა ის იმდენად დაიბნა, რომ პირდაპირ ეთერში თავი ვერ შეიკავა და რამდენიმე უწმაწური სიტყვაც წამოცდა, გააზრების შემდეგ კი პირზე ხელი აიფარა.

სანახაობა საოცრად კომიკური იყო. საბოლოოდ მრავალი მუსიკალური ჯილდოს მფლობელმა ლიზომ თავი ხელში აიყვანა და ნომინაციაც წარადგინა, „საუკეთესო ახალბედა არტისტის“ ნომინაციაში Megan Thee Stallion წარადგინეს, რომელმაც საბოლოოდ „გრემის“ ჯილდოც მოიპოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები