ოპერის მომღერალი თამარ ივერი სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას აქვეყნებს და წერს, რომ კონკურსზე „ოპერალია“ ეკატერინე ბუაჩიძემ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.
თამარ ივერი ეკატერინე ბუაჩიძეს და მის პედაგოგს დოდო დიასამიძეს გამარჯვებას ულოცავს და აღნიშნავს, რომ ქალბატონ დოდოს ნამდვილად საამაყოდ აქვს საქმე.

„ჩემი პროგნოზი სრულად გამართლდა! შოპენის კონკურსისგან განსხვავებით, მადლობა „ოპერალია“-ს ობიექტურ ჟიურის სამართლიან გადაწყვეტილებაში! ისტორიული გამარჯვება გვაქვს!!
პირველი ქართველი მომღერალი ფინალში და პლუს, ყველა კატეგორიაში გამარჯვებით;
პირველი პრემიის გარდა მან მიიღო შემდეგი პრიზები:
The Pepita Embil Prize – Zarzuela ს კატეგორიაში.
Rolex Prize of the Audience – აუდიტორიის პრიზი.
გულით ვულოცავ კატოს და ყველამ მივულოცოთ მისი ეს ისტორიული გამარჯვება.
ვულოცავ კატოს პედაგოგს დოდო დიასამიძეს. ნამდვილად საამაყოდ აქვს საქმე და არავინ თქვას რომ საქართველოს მუსიკოსები მისი ქვეყნის რაღაც პოლიტიკური გზის გამო იჩაგრებიან ევროპის კონკურსებზე, როგორც აგორდა ჭორი!! საქმე ყოველთვის ჟიურის კორუმპირებულობაშია, რაც აქ ის ნულის დონეზე იყო! ყველა მთავარი პრემია გულუხვად გადასცეს ქართველ გოგონას, იმიტომ რომ ის მართლაც საუკეთესო იყო!!
გილოცავ კატო!! სულ წინ და წინ! მიხარია რომ ჩემი ბათუმის კონკურსი იყო შენი წარმატების უპირველესი ტრამპლინი.
სულ რომ არ მოუსმინო, სურათებიც ყველაფერს ამბობს.
ენერგია, არტისტიზმი, ქარიზმა და პლუს გენიალურად იმღერა „ოპერალია“-ს ფინალში ჩვენმა საამაყო გოგომ კატო ბუაჩიძემ.
ჩემთვის ის პირველივე ტურიდან გამარჯვების კანდიდატი იყო!!! გილოცავ კიდევ ერთხელ დოდო! დოდო დიასამიძე“, – წერს თამარ ივერი.
