მომღერალი მარიამ როინიშვილი უფროს ქალიშვილთან, ელენე მახარაძესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს გვიზიარებს და დაბადების დღეს ულოცავს.
„დღეს ეს პატარა გოგო 15 წლის გახდა. როდესაც დედა გავხდი, მაშინ 20 წლის ვიყავი. ვხვდებოდი, რომ ძალიან ლამაზი ზღაპრის პირველ ფურცელზე ვიყავი, მაგრამ მაინც ვერ წარმომედგინა რომ ასეღ თავგადასავალში მოვხვდებოდი… მადლობა რომ ჩემი შვილი ხარ. მადლობა ყველა წამისთვის. შენ ხარ ცისარტყელა კიდევ უფრო მეტი ფერით, რომელსაც მხოლოდ მე და შენ ვხედავთ… მიყვარხარ დე“, – წერს მარიამ როინიშვილი.




