LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: „მადონას აკოპირებს“ – ჯეი ლო ახალი ფილმის „ტრეილერს“ გვიზიარებს და საზოგადოებას შოკში აგდებს

113
page

ჯენიფერ ლოპესის ახალი ფილმის, „ქალი-ობობას კოცნა” პრემიერა ახლოვდება. კინოსურათის რეჟისორი ოსკაროსანი ბილ კონდონია, მიუზიკლი მანუელ პუიგის 1979 წლის ნოველას ეფუძნება. 56 წლის ჯეი ლო ფილმში მთავარ როლს ასრულებს და გასაოცარი „ლუქებით“ პოზირებს.

რამდენიმე საათის წინ არტისტმა და მსახიობმა „ინსტაგრამზე“ ფილმის ოფიციალური „ტრეილერი“ გაავრცელა, რასაც დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა.

ლოპესის ქერა იმიჯით აღფრთოვანებული საზოგადოება მას პოპის დედოფალს, მადონას ადარებს.

„ვაუ, ქერა ჯეი ლო იდეალურია“, „ის მადონასა და გვენ სტეფანის ნაზავს ჰყავს“,
„არასოდეს მიფიქრია, რომ ჯეი-ლო მადონას დაემსგავსებოდა, მაგრამ ახლა ნამდვილად ჰგავს“,
„მადონას აკოპირებს“ – წერენ კომენტარებში.

,,როლი, რომლისთვისაც ჯენიფერ ლოპესი დაიბადა”, – ასე აფასებენ კინოკრიტიკოსები ჯეი ლოს ახალ ფილმს.

,,როლი, რომლისთვისაც ჯენიფერ ლოპესი დაიბადა” – ფილმის Kiss of the Spider Woman თრეილერი გამოვიდა

ცნობისთვის, კინოსურათში ,,ქალი-ობობას კოცნა” მოვლენები 1981 წელს, არგენტინის ციხეში, ომის დროს ვითარდება და ორი თანამესაკნის შესახებ მოგვითხრობს. სიუჟეტის მიხედვით, ერთ-ერთი პატიმარი რეალობისგან გაქცევისთვის იგონებს ჰოლივუდის ვარსკვლავს, ინგრიდ ლუნას (ჯენიფერ ლოპესი), რომელიც მის ფანტაზიებში ცოცხლდება როგორც მომაჯადოებელი „ქალი-ობობა”.

ფილმი აერთიანებს ციხის მკაცრ რეალობას და ფერადოვან მუსიკალურ სცენებს, რომლებშიც სიმღერებს თვით ლოპესი ასრულებს.

ფილმის „ქალი-ობობას კოცნა” პრემიერა 10 ოქტომბერს შედგება.

შეუდარებელი ჯენიფერ ლოპესი ატმისფერი ლუქით ნიუ-იორკში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები