კომპანია McLaren–მა სუპერჰიბრიდის speedtail–ის ცდები დაასრულა. ტესტ–დრაივის დამაგვირგვინებელი ეტაპი ყველაზე სწრაფი მოდელის მაქსიმალურ 403 კილომტრ/საათამდე გახურება იყო. ასეთი სიჩქარე ავტომობილმა 30–ჯერ განავითარა.
დინამიური 1070 ძალის McLaren Speedtail ჯერ ესპანეთში, შემდეგ გერმანიაში და აშშ–შიც გამოსცადეს. ავტომობილს სიჩქარე, ეფექტური დამუხრუჭება და დაბრკოლებების გადალახვის უნარი შეუმოწმეს. საბოლოო ტესტი ფლორიდას შტატში გაიმართა და პილოტმა კენ ბრეკმა მაქსიმალური 403 კმ/სთ–ის განვითარება 30–ჯერ შეძლო.
ცდების დასრულება იმის მაუწყებელია, რომ მალე ჰიბრიდის პირველი სერია ბაზარზე გამოვა. შეზღუდული ტირაჟი 106 ეგზემპლარისგან შედგება და მისი ზუსტი ღირებულებაც მოგვიანებით გაირკვევა.