LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო, ვიდეო: „მე დღეს ამ გოგომ „მომკლა“ რომ თავიდან გავცოცხლებულიყავი“ – რამ აღაფრთოვანა თამრიკო ჭოხონელიძე და რისთვის უხდის მას თაკო ჩარკვიანი მადლობას

3540
ჭოხონელიძე - ჩარკვიანი

პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი, მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძის მიერ გაკეთებულ შეფასებას ეხმიანება, რომელმაც თაკო ჩარკვიანის შვილის ირმა გიგანის კონცერტი შეაფასა.

„თამრიკო ჭოხონელიძის ემოციური შთაბეჭდილება, ირმას გუშინდელი კონცერტის შემდეგ, მადლობა თამრიკო, დიდი მადლობა, თავად საოცრად ნიჭიერო ადამიანო მიყვარხარ შენი საოცარი ნიჭით სავსე შვილებით“, – წერს თაკო ჩარკვიანი.

თამრიკო ჭოხონელიძე წერს, რომ „კაფანდარა გოგომ დიდ ხელოვნებას აზიარა და მისცა უდიდესი ძალა იმისათვის, რომ იბრძოლოს“.

„მე დღეს ამ გოგომ ,,მომკლა”!……. რომ თავიდან გავცოცხლებულიყავი!დღეს, სწორედ დღეს, როცა ამ უტიფარ, ტყუილებით სავსე და უსუსურ ქვეყანაში, სადაც ყველაზე უსუსური ჩემი თავი მეგონა, როცა ხელი ჩავიქნიე ყველაფერზე – ეს ერთი შეხედვით კაფანდარა გოგო და დიდი მუსიკოსი მხსნელად მომევლინა და მითხრა – არ გაბედო! არ გაბედო ხელის ჩაქნევა! კიდევ ერთხელ დამანახა რომ უფალს ვყვარებივარ, რადგან მე დღეს მის დიდ ხელოვნებას მაზიარა და უდიდესი ძალა მომცა იმისათვის რომ ვიბრძოლო! აბა რა!ვიბრძოლებ, რადგან ყველაფერი დაპატარავდა და დაიჩრდილა ამ დიდი ნიჭიერების ფონზე! მისთვის და ჩვენი შვილების ნიჭიერების დასაცავად ვიბრძოლებ და თუ საჭირო გახდება – თავსაც შევაკლავ!!! ესენი არიან, ვინც სამყაროს გადაარჩენენ! ამათთვის ღირს ცხოვრება!!! მადლობა ჩემო ირმა, ჩემო მუშკა, რომ დღეს „მომკალი“, თურმე დღესვე თავიდან უნდა დამეწყო ცხოვრება!!!“, – განაცხადა თამრიკო ჭოხონელიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g