უკვე მეორე დღეა დედაქალაქი „თბილისობას“ ზეიმობს.
სახალხო ზეიმის აღნიშვნა გუშინ დღის პირველი ნახევრიდან დაიწყო, საღამოს კი თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოებით სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში დასრულდა.
თბილისობის დღესასწაულს ამ დრომდე ზეიმობენ დედაქალაქის ქუჩებში.
სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით, რიყის პარკში და ორბელიანის მოედანზე მრავალფეროვანი ღონისძიებები იმართება.
უამრავი ვიდეო და ფოტო ვრცელდება თუ როგორ აღინიშნა თბილისობა 2024.
„ინსტაგრამის“ გვერდი anoukagold_fan გვიზიარებს ახალ ფოტო და ვიდეო მასალას თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოებიდან, რომელსაც დედაქალაქის მერი, კახა კალაძე მეუღლესთან ერთად დაესწრო.
ცერემონიიდან გავრცელებულ კადრებში დედაქალაქის მერის, კახა კალაძის მეუღლე, ანუკი არეშიძე შავ გრძელ კაბაში შესანიშნავად გამოიყურება, ამასვე აღნიშნავენ სოციალური ქსელის მომხმარებლები:
„ნაღდი კინო ვარსკვლავები ხართ…
მეტად ჰარმონიულად გამოიყურებიან…
ყველაზე დახვეწილები…
შეუდარებელი წყვილი…
ულამაზესი ანუკი ❤️ სუპერ წყვილი… “ – წერენ სოციალურ ქსელში.