LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: ნანუკა ჟორჟოლიანი და დიკო ჯოჯუა ,,ლეგენდების სერიის” პირველ თამაშზე – რა კადრებს გვიზიარებენ ტელეწამყვანები

903
befunky-collage-2024-03-07t224824.802-2024-03-07_22-49-04_559420

ნანუკა ჟორჟოლიანი შვილთან, საბა კოდუასთან ერთად ,,ლეგენდების სერიის” პირველ თამაშს დაესწრო. სტადიონზე საგულშემატკივროდ ასევე იმყოფებოდა დიკო ჯოჯუაც.

ტელეწამყვანები კადრებს სოციალურ ქსელში გვიზიარებენ.

აღსანიშნავია, რომ დღეს ერთმანეთს საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მილანის “ინტერის” ვეტერანი ფეხბურთელები დაუპირისპირდნენ.

„ლეგენდების სერიის“ პირველ მატჩში ვეტერანი ქართველი ფეხბურთელები „ინტერის“ ვარსკვლავებთან 0:2 დამარცხდნენ.

საქართველოს ნაკრებში თამაშობენ:

შოთა და აჩი არველაძეები, თემურ ქეცბაია, გიორგი ქინქლაძე, ლევან კობიაშვილი, კახა კალაძე, კახა ცხადაძე, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი დემეტრაძე, ლევან მჭედლიძე, ზურაბ ხიზანიშვილი, მალხაზ ასათიანი, ჯანო ანანიძე, გიორგი ნემსაძე, გოჩა ჯამარაული, ლევან ყენია, ნუკრი რევიშვილი, გიორგი ლომაია, ალექსანდრე ამისულაშვილი, გიორგი ნავალოვსკი, ლაშა სალუქვაძე, ალექსანდრე კობახიძე, გოგა გახოკიძე, ლევან ცქიტიშვილი, დავით სირაძე.

რაც შეეხება მილანის “ინტერის” შემადგენლობას, ასეთია:

ლუიშ ფიგუ, სებასტიან ფრეი, ესტებან კამბიასო, ხავიერ ძანეტი, მარკო მატერაცი, ლუსიო, ფრანჩესკო კოლონეზე, ფაბიო გალანტე, დიეგო მილიტო, ბორხა ვალერო, ჰუსინ ხარჯა, ხუან სებასტიან ვერონი, უესლი სნეიდერი, ჟულიო სეზარი, გორან პანდევი, ივან კორდობა, გეორგიოს კარაგუნისი, როდრიგო პალასიო, დავიდ სუასო​ და მაიკონი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები