თბილისის მერის კახი კალაძის და დიზაინერის ანუკი არეძეშიძის ვაჟი, ნიკოლა კალაძე 2 წლის გახდა. წყვილისთვის ნიკოლა მეოთხე, ყველაზე პატარა შვილია.
დაბადების დღის ამსახველ ფოტოებსა და ვიდეოს ანუკი საკუთარ “ინსტაგრამ” გვერდზე ავრცელებს და გულშემატკივრებისგან უამრავ მილოცვასაც იღებს.
როგორც ჩანს, ანუკიმ შვილს ულამაზესი დეკორაცია სახლში მოუწყო, ნიკოლა და მისი სტუმრები კი, ანიმატორებმა გაართეს.