საქართველოს პარლამენტის შენობასთან აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტებს აპროტესტებენ.
პარლამენტის შენობასთან მობილიზებულია პოლიცია.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტში ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია როგორც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტის, ასევე “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა.