LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო, ვიდეო: “პატარა დელფინი დაიბადა!” – ბათუმის დელფინარიუმს ახალი ბინადარი ჰყავს

136
Project-Render-1011111

ბათუმის დელფინარიუმში კვლავ მატებაა.

ბინადარ ცუცას პატარა დელფინი შეეძინა.

დელფინარიუმის ისტორიაში ეს უკვე მეთერთმეტე ახალშობილია. ინფორმაციას ბათუმის დელფინარიუმი ავრცელებს. მათივე ცნობით, დედა-შვილი თავს შესანიშნავად გრძნობს. ახალშობილი აქტიურად დაცურავს აუზში დედასთან ახლოს. „პატარას სულმოუთმენლად ველოდით. იგი 5 ოქტომბერს დაიბადა, მანამდე დედა 24 საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა,“-აცხადებენ დელფინარიუმის მწვრთნელები. მათივე თქმით „ამჟამად დედა შვილს სწორ სუნთქვასა და სინქრონულ ცურვას, ასევე კოორდინირებულ მოძრაობას ასწავლის.“

დელფინარიუმის ძუძუმწოვართა ცენტრის უფროსი, ბიოლოგიის დოქტორი ტარიელ წეროძე ვარაუდობს, რომ ახალშობილი დელფინი ბიჭია: „ახალბედას წონაში მატება უკვე ეტყობა. იგი ამ ეტაპზე დედის რძით იკვებება და ეს პროცესი 3 წელზე მეტ ხანს გაგრძელდება. 6-დან 8 თვის ასაკის შუალედში, რძესთან ერთად პატარა, თევზით კვებასაც დაიწყებს.“

ბათუმის დელფინარიუმი თითქმის თვეზე მეტია, რაც ვიზიტორთათვის დაკეტილებია, თუმცა თანამშრომლები, პანდემიით თუ შიდა რეგულაციის შესაბამისი უსაფრთხოების ნორმების დაცვით, სპეც-რეჟიმში მუშაობას აგრძელებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები