რამდენიმე საათის წინ, Victoria’s Secret-ის 2024 წლის გრანდიოზული ჩვენება გაიმართა. ეს მომენტი ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რადგან Victoria’s Secret-ის პოდიუმზე პირველი ქართველი მოდელი, მატილდა გვარლიანი გამოვიდა.
დიახ, მას შემდეგ, რაც გვარლიანი „ვოგის“ პირველი ქართველი ქავერ-მოდელი და „შანელის“ სუნამოს, Chance-ის სახე გახდა, მან კიდევ ერთ კარიერულ, ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია და ახლა ის უკვე ოფიციალურად, Victoria’s Secret-ის პირველი ქართველი მოდელია.
რაც შეეხება გახსნას, ის ცხადია გრანდიოზული იყო და პირველი ანგელოზი, ვინც პოდიუმზე გამოჩნდა, გახლდათ ჯიჯი ჰადიდი, მას თავისი და, ბელა მოჰყვა. დებმა ჰადიდებმა პოდიუმზე ვარდისფერ და წითელ ფერებში გადაწყვეტილი სამოსი მოირგეს.
შოუს არც მუსიკალური პერფორმანსის გარეშე ჩაუვლია. Victoria’s Secret-ის 2024 წლის გრანდიოზული ღონისძიებაზე უბერებელმა შერიმ იმღერა, მან საკულტო ჰიტი, Believe შეასრულა.
ჩვენს პირველ ქართველ მოდელს მსოფლიო ასპარეზზე დიდ წარმატებას ვუსურვებთ და ზუსტად ვიცით, რომ ის დიდ მწვერვალებს დაიპყრობს.