როგორც ცნობილია, გუშინ ვაშინგტონში აშშ-ს 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია გაიმართა.
კაპიტოლიუმის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი გახლდათ ამერიკის პირველი ლედი, მელანია ტრამპი, რომელმაც ეს, ერთობ უმნიშვნელოვანესი როლი უკვე მეორედ მოირგო.
ცხადია, 54 წლის მელანიას „ლუქები“ საოცრად დახვეწილი და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. მას ინაუგურაციის შემდეგ გამართულ ღონისძიებაზე Herve Pierre-ის შავ-თეთრი კაბა ამშვენებდა. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის ინაუგურაციაზე მას ამავე ბრენდის, მსგავსი სტილის კაბა ეცვა.
დასამახსოვრებელი გამოდგა აშშ-ს უკვე მეორედ არჩეული პრეზიდენტისა და პირველი ლედის სადღესასწაულო ცეკვა, რომელიც ნაზი ამბორით დაგვირგვინდა.
ვიდეო: უხერხული მომენტი ტრამპის ინაუგურაციაზე – ქერი ანდერვუდს სიმღერის შესრულება აკაპელით მოუხდა
ცნობისთვის, ინაუგურაციამდე მელანიამ Adam Lippes-ის მუქი ლურჯი კაბა-მანტო და Manolo Blahnik-ის ფეხსაცმელი მოირგო, მის „ლუქს“ კი Eric Javits-ის ქუდი ასრულებდა.