როგორც ცნობილია, ანტონიო ბანდერასისა და მელანი გრიფიტის 29 წლის ქალიშვილი, სტელა, ბავშვობის მეგობარზე, ალექს გრუშინსკიზე დაქორწინდა
საუკუნო სიყვარული – ანტონიო ბანდერასისა და მელანი გრიფიტის ქალიშვილი ბავშვობის მეგობარზე დაქორწინდა
ტრადიციული ესპანური რომანტიზმითა და თანამედროვე გლამურით სავსე ცერემონიალს არაერთი ცნობილი სახე ესწრებოდა. გამოცემა Hola! იუწყება, რომ სტუმრებს შორის იყვნენ მალია და საშა ობამები, სტელას ნახევარდა, დაკოტა ჯონსონი, ტიპი ჰედრენი, სტინგის მეუღლე, რეჟისორი და პროდიუსერი, ტრუდი სტაილერი და ა.შ…
ჯერჯერობით არ ვიცით, ვისი ბრენდის კაბა ეცვა პატარძალს, არც ოფიციალური ფოტოებია გავრცელებული, თუმცა მედიაში მოიპოვება ქალიშვილის დაოჯახებით გაბედნიერებული მამის, ანტონიო ბანდერასის კადრები, რომელიც ემოციებს ვერ მალავს და ფოტოობიექტივის წინაშე „ფუჟერით“ პოზირებს.
ულამაზესი დედა-შვილი – მელანი გრიფიტი და სტელა ბანდერასი თბილ ფოტოსესიაში













